Sunday, December 9, 2012

საქართველოო ლამაზო


პროექტის სახელწოდება: ,,  საქართველოო  ლამაზო,,
 პროექტის აქტუალობა: ეს  პროექტი ხელს შეუწყობსკვლევა-ძიების უნარ-ჩვევის განვითარებას. მოსწავლეთა ასაკი - 9წელი პროექტის მიზნები: მოსწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის, კბვლევა-ძიების, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, წერის, ხატვის, სიმღერის უნარ-ჩვევის განვითარება.
ვადები/ ხანგრძლივობა-2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:  დაიხვეწება მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველება,შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, შეკრებას, გაიზრდება მათი მიზანდასახულობა. მოსწავლეები ეჩვევიან  ორგანიზებულობას,შემოქმედებითობას და ურთიერთთანამშრომლობას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ი.გოგებაშვილის  ,,ბუნების კარი“,თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები ,ი. ნონეშვილის, ა. წერეთლის  „ლექსების კ რებული“, საქაღალდე, ფაილები .
პროექტის მსვლელობა: სამოტივაციო წერილის გაცნობა, ჯგუფში  შესასრულებელი  სამუშაოს შერჩევა. უპასუხონ წერილს , სად ცხოვრობენ, რომელი სკოლის და კლასის მოსწავლეები არიან. დაახასიათონ ზამთარი,  ჩაწერონ ლექსები და სიმღერები ზამთარზე, დახატონ ზამთრის სურათები.

საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :III 5-მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა ს ახის საინფორმაციო ხასიათის ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება. III3 მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.III6- მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა  სახის და ჟანრის თხრობითი ტექსტის  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება .
პროექტის ხელმძღვანელი: ნარგიზი ჯამასპიშვილი

ხელმღვანელის  ელფოსტა-njamaspishvili24@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://njamaspishvili24.blogspot.com/